Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

2022 წლის 19-21 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.

 

2022  წლის კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.

 

ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. თემატიკა, ტრადიციულად, ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს.

 

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას. წელს კონფერენცია ჩატარდება ზუმის ფლატფორმის გამოყენებით.

 

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

 

კონფერენციის დასკვნით, მესამე დღეს გაიმართება მრგვალი მაგიდა- ამერიკისმცოდნეობის პროგრამების როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში (დასაწყისი 14:00 საათზე, 214-ე აუდიტორია, თსუ I კორპუსი).

 

კონფერენცია გაიხსნება 19 მაისს, 115-ე აუდიტორიაში, თსუ I კორპუსი.

 

იხ. კონფერენციის პროგრამა